суббота, 27 октября 2018 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

მეტად ნაყოფიერი და საინტერესო დღე მქონდა. გავეცანი და ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები; გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს;  ვისწავლე შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად; დავიწყე პრეზენტაციის გაკეთება სასწავლო პროექტისა.
უღრმესი მადლობა შესანიშნავ ქალბატონს,  საუკეთესო ტრენერსა და პოზიტიურ ადამიანს. 

пятница, 26 октября 2018 г.

ტრენინგის მესამე დღე

ვიმუშავე მშობლის ბროშურის შექმნაზე.
დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა
ჩავწერე მიზანი და მისაღწევი შედეგები;
მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი. 

воскресенье, 21 октября 2018 г.

ტრენინგის მეორე დღე

პროექტებით სწავლების თემაზე მოვამზადე პუბლიკაციები: შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე, თითოეული მოდულის მასალების შესანახად. ასევე შევქმენი პორტფოლიოს გეგმის შაბლონი და  პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. გავეცანი პროექტის პორტფოლიოს ნიმუშებს. ჩამოვტვირთე ქართული ენისა და ლიტერატუტის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი და სხვა.

суббота, 20 октября 2018 г.

ტრენინგის პირველი დღე

  ტრენერმა საუკეთესოდ ისაუბრა 21-ე საუკუნეში  სასწავლო პროექტებით სწავლების აუცილებლობასა და მნიშვნელიბაზე. პროექტებით სწავლება  უვითარებს მოსწავლეებს ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებს, ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში, საინტერესო და სახალისო ხდება. უვითარდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები, სასწავლო ღონისძიებებს ეფექტურად გეგმავენ ტექნოლოგიების გამოყენებით და სხვა.