пятница, 16 ноября 2018 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს დავასრულე პროექტის გეგმაზე მუშაობა, კიდევ ერთხელ გადავამოწმე ყველა მასალა, რომელიც მოვამზადე;
წარვუდგინე ჯგუფის წევრებს ჩემ მიერ მომზადებული პროექტი.
შევაფასეთ ჩვენი პროექტები და გავაკეთეთ კომენტარები.
უდიდესი მადლობა  ჩვენს საყვარელ, უნიჭიერეს, პოზიტიურ, გულთბილ ტრენერს, ქალბატონ ხათუნას! 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

суббота, 10 ноября 2018 г.

ტრენინგის მერვე დღე

    დღეს ძირითადად ვიმუშავეთ ფასილიტაციის შექმნაზე, მოვამზადე პრეზენტაცია, ვიმუშავე გეგმის დახვეწაზე,  გადავხედეთ წინა დღეების ნამუშევრებს.
    მადლობა ჩვენს უსაყვარლეს და უნიჭიერეს ტრენერს, ქალბატონ ხათუნას.

пятница, 9 ноября 2018 г.

пятница, 2 ноября 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს დავასრულე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ტრენერის დახმარებით გამოვაქვეყნე ბლოგზე. გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და შევაფასეთ. ვიმსჯელეთ ინტერნეტ-რესურსების გამოყენების, დანერგვისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების აუცილებლობაზე. მოვიძიე რესურსები მოსწავლეთა პრეზენტაციისათვის.
გმადლობთ  ქალბატონო ხათუნა! 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

суббота, 27 октября 2018 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

მეტად ნაყოფიერი და საინტერესო დღე მქონდა. გავეცანი და ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები; გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებს;  ვისწავლე შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად; დავიწყე პრეზენტაციის გაკეთება სასწავლო პროექტისა.
უღრმესი მადლობა შესანიშნავ ქალბატონს,  საუკეთესო ტრენერსა და პოზიტიურ ადამიანს. 

пятница, 26 октября 2018 г.

ტრენინგის მესამე დღე

ვიმუშავე მშობლის ბროშურის შექმნაზე.
დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა
ჩავწერე მიზანი და მისაღწევი შედეგები;
მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი. 

воскресенье, 21 октября 2018 г.

ტრენინგის მეორე დღე

პროექტებით სწავლების თემაზე მოვამზადე პუბლიკაციები: შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე, თითოეული მოდულის მასალების შესანახად. ასევე შევქმენი პორტფოლიოს გეგმის შაბლონი და  პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა. გავეცანი პროექტის პორტფოლიოს ნიმუშებს. ჩამოვტვირთე ქართული ენისა და ლიტერატუტის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი და სხვა.

суббота, 20 октября 2018 г.

ტრენინგის პირველი დღე

  ტრენერმა საუკეთესოდ ისაუბრა 21-ე საუკუნეში  სასწავლო პროექტებით სწავლების აუცილებლობასა და მნიშვნელიბაზე. პროექტებით სწავლება  უვითარებს მოსწავლეებს ბლუმის ტაქსონომიის მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებს, ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში, საინტერესო და სახალისო ხდება. უვითარდებათ სხვადასხვა უნარ-ჩვევები, სასწავლო ღონისძიებებს ეფექტურად გეგმავენ ტექნოლოგიების გამოყენებით და სხვა.